კახა გოგოლაშვილი - შესაძლოა, ამ ადამიანების სანქცირება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირდებოდეს

შესაძლოა, ამ ადამიანების სანქცირება მოტივირებული იყო  გარკვეული პოლიტიკური ძალებიდან და უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპული კვლევის ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა უკრაინის მთავრობის მიერ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრების სანქცირების შესახებ განუცხადა. 

კახა გოგოლაშვილის თქმით, უცნობია კონკრეტული მიზეზები, თუ რის გამო არიან ეს ადამიანები სანქცირებულთა სიაში. 

"თუ ივანიშვილისთვის უნდოდათ სანქციების დაწესება, მაშინ დაეწესებინათ ივანიშვილისთვის, მაგრამ თუ არსებობს რამე სამხილები და არის  კონკრეტული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები თავიანთი საქმიანობით ზიანს აყენებდნენ უკრაინას, მაშინ ეს სხვა საქმეა, თუმცა ასეთ ინფორმაციას მე არ ვფლობ. ძნელია რაიმეს გადაჭრით თქმა,  ვიდრე არ გამოქვეყნდება კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არიან ეს ადამიანები დასანქცირებული.  ეს ხალხი არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში რომ არ იღებს მონაწილეობას,  ფაქტია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათი კომპანიები მონაწილეობას იღებდენ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტში.

ეს არის უკრაინის მთავრობის სია, მაგრამ თუ აშშ მიიღებს ამ სიას და სანქციებს დააწესებს ამ ადამიანებზე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად არის საქმე და არსებობს მტკიცებულებები“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ფაქტი  გაფრთხილება ივანიშვილისთვის, გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა,  ეს უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს.   

"არ გამოვრიცხავ,  რომ ეს იყოს მოტივირებული გარკვეული პოლიტიკური ძალებიდან, შესაძლოა,  ეს უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები