კახა გოგოლაშვილი - ოლივერ ვარჰეის მოქმედებისა და კომპეტენციის სფერო არის უფრო ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამები

ოლივერ ვარჰეი არის ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების სფეროში. მისი მოქმედებისა და კომპეტენციის სფერო არის უფრო ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამები, პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს მანდატი და უფლება, რომ ასევე პოლიტიკურ საკითხებზე ილაპარაკოს, მაგრამ შეზღუდულად, რადგან ამით დაკავებულია საგარეო პოლიტიკური უწყება, - ამის შესახებ Front News-ს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ევროკომისარმა გარკვევით აღნიშნა, რომ საქართველომ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.  

"ოპოზიციაზე გადაბრალება, ალბათ, უფრო პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო და ხაზგასმა იმის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, ვარჰეიმ როგორც ჩანს, მისი გავლენით, ერთი  ფრაზა თქვა, რომ საჭიროა ყველა ჩაერთოს ამ პროცესში.  

გაფართოების კონტექსტში მან ისაუბრა 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვარჰეი არის ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების სფეროში. უნდა აღინიშნოს მისი მოქმედებისა და კომპეტენციის სფერო არის სწორედ ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამები,  პროექტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს მანდატი და უფლება, რომ ასევე პოლიტიკურ საკითხებზე ილაპარაკოს, მაგრამ შეზღუდულად, რადგან ამით დაკავებულია საგარეო პოლიტიკური უწყება“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი განმარტებით, ევროკომისარის მიერ მთავარი აქცენტი საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების შესახებ საუბარს დაეთმო. 

"მას აქამდეც ეხებოდა საქართველოსთან ურთიერთობა, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც საქართველო იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა, ახლა კი მას უკვე მისი მეორე მანდატის გამოყენების შესაძლებლობაც მიეცა, რადგან  საქართველო გაფართოების კონტექსტშიც განიხილება. 

მისი მთავარი გზავნილი იყო იმ პროექებზე აქცენტი, რაც  სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში უკვე არსებობს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემთხვევაში ექნება. 

ევროკომისარმა პრესკონფერენციაზე თავადვე აღნიშნა, რომ ჩამოვიდა ორნაირი მანდატით, ერთი აღმოავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მანდატით და მეორე - ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების კომისარი. მან ამით ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში განიხილება, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს ძალიან დიდი მიღწევააა და ნელ-ნელა ვიგრძნობთ ამის მნიშვნელობას. 

ვფიქრობ, მთავარი მიზანი იყო, ალბათ, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რომელიც მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ევროკავშირის მხრიდან როგორც საქართველოსთვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოსთვის კონკრეტულად 3, 9 მილიარდამდე ევროს ფარგლებშია მთლიანობაში, მაგრამ ეს მოიცავს კერძო ინვესტიციებსაც, ეს არ არის მხოლოდ გრანტები. 

აქ არის მთავარი პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკომისია სერიოზულად დაუჭერს მხარს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას, რაც ჩვენს ელექტროსისტემას დააკავშირებს ევროპის ელექტროსისტემასთან, ამის დაჩქარებაც ძალიან აქტუალური გახდა, ეს თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის. ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპულ სისტემასთან. ამ პროექტზეც ევროკავშირი გამოყოფს საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას. ამის გარდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა დაფინანსდეს, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე სხვა დარგებში“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები