ნუგზარ წიკლაური - ახლა მათ ეშინიათ, რომ ხალხმა ვიზუალურად არ ნახოს, რა ზომამდე მიიყვანეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ახლა მათ ეშინიათ, რომ ხალხმა  ვიზუალურად არ ნახოს,  რა ზომამდე მიიყვანეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა,  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე  დასწრების შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ  არ მიეცემა, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება მედიკოსების მხრიდან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"ერთის მხრივ, როდესაც მისი უფლებადამცველები, ადვოკატები ოჯახის წევრები, ყველანი ვამბობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მისი სიცოცხლე არის გადასარჩენი, მან უნდა მიიღოს პოლიპროფილურ კლინიკაში სამედიცინო მხარდაჭერა, ჩვენ ხელისუფლება და ხელისუფლების პირით სხვადასხვა ადამიანები გვეუბნებიან, ეს ასე არ არის. გვეუბნებიან,  აქ შესაძლებელია მისი მკურნალობა და არავითარი პრობლემა არაა, რომ  განიკურნოს იმ პირობებში,  სადაც ის არის.  მაგრამ როდესაც გადასაყვანია სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, იგივე ადამიანები შესაძლოა, იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ეს შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

ახლა მათ ეშინიათ, რომ ვიზუალურად არ ნახოს ხალხმა რა ზომამდე მიიყვანეს მისი ჯანმრთელობა“, - განაცხადა წიკლაურმა. 

ამ დრომდე არაა ცნობილი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაესწრება თუ არა. თბილისის  სასამართლო სასამართლოში მისი სურვილის მიუხედავად, ის ჯერ გადაყვანილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები