ნუგზარ წიკლაური - მე ვფიქრობ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის საკადრისი გადაწყვეტილება

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ნიკა მელიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს შეხვედრა შედგა, ეს იყო დახურული შეხვედრა. ვინაიდან შეხვედრა დახურული იყო, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ საუბრის უდიდესი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და იმ დაბრკოლებებს, რომელიც ექმნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მთელი რიგი მოვლენების გამო, რაც ქვეყანაში მიმიდნარეობს. ამ კონტექსტიდან თუ დავინახავთ, ცხადია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ისევე როგორ სხვა საკითხები, პოლიტიკურ პატიმრებთან, სასამართლოსთან დაკავშირებული, 12 პუნქტში ჩამოყალიბებული საკითხები, რომლებიც არ სრულდება მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ, იყო განხილვის საგანი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის საკადრისი გადაწყვეტილება, დაიცვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები და ქვეყნის ნაციონალური ინტერესები“.

"გუშინ სალომე ზურაბიშვილისაგან მოვისმინეთ ძალიან საინტერესო, ყურადსაღები პოლიტიკური კონსტრუქცია, როდესაც მან თქვა, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანა არის ევროპა და საქართველო აუცილებლად წავა ევროპის გზით. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის გულწრფელი სიტყვები და მე ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ეს არის გულწრფელი სიტყვები, მაშინ ამ გზაზე შეუძლებელია, არსებობდეს პირველყოფილი პოლიტიკური დევნა, ეს ატავისტური სიბლაგვე, რომ როგორმე გაუსწორო ანგარიში შენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. თუ ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით შევხედავთ პოლიტიკურ მოვლენებს, მე ვფიქრობ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის საკადრისი გადაწყვეტილება, დაიცვას ერთი მხრივ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები და რაც უფრო მთავარია, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები“, – განაცხადა წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები