ნუგზარ წიკლაური - რიტუალური მკვლელობა მიმდინარეობს ახლა და ამას გვაყურებინებენ, რომ მთელი საქართველო გახდეს ჯალათი

აღარ არის ნახევრადგადაწყვეტილებების მიღების დრო, რიტუალური მკვლელობა მიმდინარეობს ახლა და ამას გვაყურებინებენ, რომ მთელი საქართველო გახდეს ჯალათი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა  ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ პარტია საპროტესტო აქციების რეჟიმში გადავიდეს. 

"22 დეკემბერი არ არის ჩვენთვის ახლა რაიმე სახის ნიშან-სვეტი. 22 დეკემბრამდე არის ბევრი დრო. თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გაქრა. ვერანაირ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ადამიანი ვერ გაუძლებს ამ შიმშილობას. ამიტომ არა 22 დეკემბერი,  არამედ უახლოესი საათები, ხვალინდელი დღე უკვე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების დრო. ეს შესაძლოა, იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, დაფიქსირება იმის, რომ ქვეყანაში მთლიანად გაუქმებულია დემოკრატია, გაუქმებულია პარლამენტი და აღარ ვაპირებთ არაფრის ბუტაფორიად ყოფნას. იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენგან არიან დელეგირებული პარლამენტში, ძალიან სერიოზულად უნდა ისაუბრონ ამაზე.  აღარ არის ნახევრადგადაწყვეტილებების მიღების დრო. აქტივობა, ქუჩის აქციები, სხვადასხვა სახის პროტესტი,  ამის პარალელურად მიმდინარეობდეს. ეს არ არის პარტიული საკითხი, რიტუალური მკვლელობა მიმდინარეობს ახლა და ამას გვაყურებინებენ, რომ მთელი საქართველო გახდეს ჯალათი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები