საგარეო უწყება - ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში არსებული რთული და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორებთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. 

ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები