საგარეო უწყება - სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

"სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მუდმივ კავშირზე არიან როგორც კომპანიებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი ხარტუმში, სუდანის დედაქალაქში. სამშობლოში მათი ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო. შესაბამისად, იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნდება. მუდმივ კავშირზე, კომუნიკაციაში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხარტუმში“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქეა დარჩენილი. ისინი ძირითადად ორი ავიაკომპანიის - "მაი ვეისა" და "ჯეო სქაის" თანამშრომლები არიან.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები