"ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი სუდანიდან საქართველოში დაბრუნდა

ავიაკომპანია "ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა.

სუდანიდან ევაკუირებული "მაი ვეის" თანამშრომლები კი სამშობლოში ხვალ დილით დაბრუნდებიან.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ "ჯეო სქაიმ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

რაც შეეხება კითხვას, უკრაინის დაზვერვის სამსახური იყო თუ არა ჩართული პროცესში, "ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, რომ ავიაკომპანია მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში.

"140 ადამიანი იყო, ვინც ხარტუმიდან საზღვრამდე წავიდა და შემდგომ ეგვიპტის პირველივე გაჩერებაზე ეს ხალხი გადანაწილდა, ყველას დახვდა თავისი საელჩო. იქ იყვნენ უკრაინელები, ასევე ეგვიპტელები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დარჩენილია 13 თანამშრომელი, „მაი ვეის“ წარმომადგენელი. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას ერთად, ერთ რეისზე მოხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იყო ადგილები. ისინი ხვალ ჩამოვლენ“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.

"გაუსაძლისი პირობები იყო, ირგვლივ სროლა, დაბომბვა, ყოველ დილით, ყოველ საათში. 1 000 კმ-იანი უდაბნოს გზით გამოვედით, სუდანის უდაბნო გადავკვეთეთ ეგვიპტის საზღვრამდე. ეგვიპტის საზღვრიდან სასაზღვრო ქალაქში გადავედით და იქიდან კაიროში. ისევ ავტობუსის გზით. იქ სხვა ვერაფერი მოხერხდებოდა. იქ იყო ჯოჯოხეთი. ყველა ჩართული იყო კომპანია და საგარეო საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა აეროპორტში სუდანიდან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ორი დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუდანიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს.

შეიარაღებული დაპირისპირება სუდანში 15 აპრილს დაიწყო, საქართველოს მოქალაქეები იქ 14 აპრილიდან იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები