რუსეთში, მახაჩყალის აეროპორტში ადგილობრივები შეიჭრნენ, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ

დაღესტნელების ბრბო დღეს საღამოს მახაჩყალის აეროპორტში შეიჭრა, ისინი "ეძებდნენ ებრაელებს“, რომლებიც თითქოს ისრაელის რეისით უნდა ჩასულიყვნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დღეს საღამოს, აეროპორტის მახლობლად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც სავარაუდოდ, ელოდნენ მგზავრებს თელ-ავივიდან. საუბარია სავარაუდოდ, Red Wings-ის რეისზე, რომელიც 19:00 საათზე იყო დაგეგმილი, Flight Radar-ის ცნობით, ის 19:17 საათზე დაეშვა.

თავდაპირველად, ისინი აეროპორტიდან გამოსულ მგზავრებს საბუთებს სთხოვდნენ, რათა შეემოწმებინათ, იყვნენ თუ არა  ისრაელის მოქალაქეები, მოგვიანებით კი ისინი საერთოდ შეიჭრნენ შენობაში და დაიწყეს "ებრაელთა ძებნა".

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ბრბო, რომელიც დარბის აეროპორტის შიგნით, სხვადასხვა ოთახებსა და ოფისებში, რომ ისრაელიდან ჩასული მგზავრები იპოვონ. რუსული მედია წერს, რომ ადგილობრივი პოლიცია მათ შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.

რუსული მედიის ბოლო ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციამ შეკრებილებს მიმართა, გამოეყოთ სამი ადამიანი, რომლებიც თვითმფრინავში კამერებით შევიდოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ ისრაელის მოქალაქეები არ იყვნენ. 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მახაჩყალის აეროპორტში მომხდარ მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აეროპორტში ადგილობრივი პოლიციის დამატებითი დანაყოფებიც მივიდნენ.

უახლესი ამბები