დაღესტანში, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 60 პირი

დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დაშავებულია 9 პოლიციელი, მათგან ორი საავადმყოფოშია.

რეგიონულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც მედია წერს, აეროპორტში არეულობაში მონაწილე 150 პირია იდენტიფიცირებული, მათგან 60 დაკავებულია.

"დაღესტნის რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლების მიერ, სხვა ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მიღებული ღონისძიებების შედეგად, აღიკვეთა დარღვევები. ამჟამად, აეროპორტი მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშაა. არეულობის 150-ზე მეტი მონაწილე იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაჰაჩყალის აეროპორტში გუშინ საღამოს დაღესტნელების ბრბო შეიჭრა, ისინი "ეძებდნენ ებრაელებს“, რომლებიც სავარაუდოდ, ისრაელიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. 

უახლესი ამბები