თეონა აქუბარდია - ახლა მნიშვნელოვანია, მათ შორის პრინციპების ირგვლივ პოზიციების დაახლოება და ამაზე შეთანხმება

"ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მტკიცების მიუხედავად, რომ ეს იქნება "შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის ევრორემონტი“, შეხვედრის შემდგომ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ არანაირი ფანჩატურის მსგავსი ეს არ იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას  თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამყარდა წარმოდგენა, თუ რა არის აუცილებელი იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისთვის, რის გარეშეც მისი თქმით,  საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს.

"სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით, რომ ამაზე ვიმუშავებთ. როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზეც. ახლა მნიშვნელოვანია, მათ შორის პრინციპების ირგვლივ პოზიციების დაახლოება და ამაზე შეთანხმება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. თუ გადახედავთ ყველა წარმატებულ მაგალითს იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანება შეძლეს, ეს ყოველთვის იყო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის შედეგად. მოცემულობაში ეს წარმატებული მაგალითი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, საქართველოში, ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პროცესის დაგვირგვინება წარმატებულად შევძლოთ”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები დღეს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები