"შეწყვიტეთ წითელი ხაზების გავლება" - ნაუსედა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას მხარს უჭერს

დასავლეთის ქვეყნებმა უნდა განიხილონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა და შეწყვიტონ დახმარების საკითხში წითელი ხაზების გავლება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

"მე მივესალმე უკრაინაში მისიების გაგზავნის იდეას და მაინც მჯერა, რომ ეს იდეა უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ჩვენ ყველანი ერთხმად დავეთანხმებით ამის აუცილებლობას და ძალიან კარგად დავაფასებთ დაზვერვას და სხვა ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, კრემლის შესაძლო რეაქციის შიში არ შეიძლება იყოს ევროპული გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ფაქტორი.

ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ თუ დიქტატორის ვლადიმერ პუტინის რეაქციას დავეყრდნობით, დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტილებას არასოდეს მიიღებენ.

"და ამიტომ გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონსაც და მედიასაც, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავისთვის წითელი ხაზების გავლება", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედა მიიჩნევს, რომ წითელი ხაზების გავლებით დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ პუტინს ეხმარებიან, რომელიც იწყებს ფიქრს, რომ ისინი პროგნოზირებადი არიან და მათზე მანიპულირება შეუძლია.

მისივე თქმით, "ფუნდამენტური შეცდომა" იქნება იმის დაჯერება, რომ პუტინის რუსეთის დამშვიდება შესაძლებელია ტერიტორიის დათმობით.

თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა დასავლური ჯარების გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ მან განმარტა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

მოგვიანებით მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნა შესაძლებელია კიევზე ან ოდესაზე რუსეთის ჯარების განმეორებითი შეტევის შემთხვევაში.

ზოგიერთი ქვეყანა მსგავსი ინიციატივის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები