თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე: რა იწვევს იძულებით ემიგრაციას?

"800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. საქართველოში იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, - განაცხადა  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? - ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზეც გვინდა მივიღოთ პასუხი „ქართული ოცნებისგან“ და პირადად პრემიერ-მინისტრისგან. 800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. მხოლოდ 30 ათასმა მოქალაქემ, 2022 წელს, მოითხოვა თავშესაფარი  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში კი იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან  ითხოვენ პასუხს არსებული რეალობის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა იწვევს იძულებით ემიგრაციას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები