ელენე ხოშტარია - ახლა რაზეც დგას ჩვენი ევროპული მომავალი, არის ის ხალხი, რომელიც გამოდის, აპროტესტებს და არ ჩერდება

ეს ადამიანები, რეალურად, ჩამოსულები არიან აქ იმისათვის, რათა აჩვენონ ხალხს, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს პრობლემას საქართველოს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებზე დგას.

"ის, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ხელისუფლება შავზე ამბობს თეთრს და ტყუილი არის მათი ხელწერა ეს გამოჩნდა დღესაც. ეს ადამიანები, რეალურად, ჩამოსულები არიან აქ იმისათვის, რომ აჩვენონ ხალხს, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს პრობლემას საქართველოს ევროპულ გზაზე.

რაც უფრო ნათელი იქნება ჩვენი პარტნიორებისგან, თუ რამდენად ტყუილი ხელისუფლებაა და რისი მკადრებელია ხელისუფლება - უფრო კარგია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში ლტოლვას. ახლა რაზეც დგას ჩვენი ევროპული მომავალი, არის ის ხალხი, რომელიც გამოდის, აპროტესტებს და არ ჩერდება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები