ელენე ხოშტარია - ერთიანი სიის შექმნის პროცესი არ უნდა დაემსგავსოს ვაჭრობას ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის

ერთიანი სიის შექმნის პროცესი არ უნდა დაემსგავსოს ვაჭრობას ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. პრაქტიკულად, ჩვენ ერთიანი სიით ვიღებთ ბევრად უფრო შეზღუდულ "ნაციონალურ მოძრაობას", თუ ეს საზოგადოებას გარკვეულ გარანტიებს მოუტანს, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს აქვთ ორი არჩევანი - რუსეთი თუ დასავლეთი.

"ერთიანი სიის შექმნის პროცესი არ უნდა დაემსგავსოს ვაჭრობას ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მე მჯერა, რომ ერთიანი სია არის მოგების ფორმულა. მე ჯერ არ მომისმენია ისეთი ძლიერი რაციონალური არგუმენტი, რომელიც ჩემს პოზიციას შეცვლიდა. 

ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია, რეფერენდუმი კი ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, არჩევანი გაქვს ორ რაღაცას შორის, ეს არის - რუსეთი და დასავლეთი. 

არსებობს ლეგიტიმური შიშები, რომელიც წარსულთან დაკავშირებით შეიძლება, საზოგადოებას ჰქონდეს, რომ არსებული ვითარებით ხომ არ სარგებლობს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი და წარსული ხომ არ ბრუნდება - ამის დამზღვევი, ჩემი აზრით, არის ძალიან რაციონალური და პასუხისმგებლობიანი პოზიცია, რომელსაც ჩვენ "ნაციონალური მოძრაობისგან" ვისმენთ, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს თმობს იმისათვისაც, რომ ეს შიშები დააზღვიოს.

პრაქტიკულად, ჩვენ ერთიანი სიით ვიღებთ ბევრად უფრო შეზღუდულ "ნაციონალურ მოძრაობას", თუ ეს საზოგადოებას გარკვეულ გარანტიებს მოუტანს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები