ელენე ხოშტარია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საბჭოთა კავშირს დაასრულებს პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საბჭოთა კავშირს დაასრულებს პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში. ეს იყო აბსოლუტურად საღი აზრით შექმნილი დოკუმენტი, -  ამის შესახებ  "დროას"  ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლეში მისვლისას  განაცხადა.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური პარტიების ვალდებულებებით დახუნძლვა.

"ეს იყო აბსოლუტურად საღი აზრით შექმნილი დოკუმენტი. მე ვფიქრობ, აქ უნდა ამოვიდეთ, რა სჭირდება დღეს საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს. მათ სჭირდებათ სიცხადე ცვლილებების შესახებ, მათ სჭირდებათ სიცხადე მომავლის შესახებ და ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური პარტიების, ჩვენი ვალდებულებებით დახუნძლვა.

ეს მომავალი არის პირველი - ევროპასთან მოლაპარაკებების დაწყება, მეორე, ეს არის თავისუფალი არჩევნების მომზადება, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მესამე ეს არის დროებითი მთავრობის შექმნა და მეოთხე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საბჭოთა კავშირს დაასრულებს, პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში",  - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამ წუთებში  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციონერი  ლიდერები მიდიან, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიაზე ხელს მოაწერენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები