მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი - მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი მედიაზე გახშირებულ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის "მსხვერპლი". თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია, რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს გაცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - წერს დავით ნარიმანიშვილი.   

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები