მირდატ ქამადაძე - ჩვენ გვაინტერესებს პასუხი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე და ამ პასუხს ვითხოვთ ღარიბაშვილისგან

ჩვენ გვაინტერესებს პასუხი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე და ამ პასუხს ვითხოვთ ღარიბაშვილისგან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ნუგზარ ფუტკატრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებყული საქმე არ იქნება გამოძიებული, ხელისუფლება ბათუმში, იმ ოლქში სადაც ფუტკარაძემ არჩევნები მოიგო, ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს ვერ ჩაატარებს.

"ამ ფონზე როცა საზოგადოების მხრიდან ამ საკითხის გამოძიებაზე ასეთი ინტერესია, პრემიერი ღარიბაშვილი გვიცხადებს, თურმე ქვეყანაში ყველა კრიზისი ამოწურულია. თუ ყველა კრიზისი ამოწურულია, მაშინ  რატომ ვერ იკრიბება ბათუმის საკრებულო. რა ხდება ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომელიც სწორედ იმის გამო დაიღუპა, რომ ბათუმში ოპოზიციას არ ქონოდა მმართველობა საკრებულოში. ჩვენ გვაინტერესებს პასუხები და ამ პასუხს ვითხოვთ ღარიბაშვილისგან. 

უნდა ესმოდეს ყველას, რომ სანამ ამ საქმეზე არ იქნება ყველა კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი გაცემული, "ქართულ ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს, არათუ საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელსაც ის უკვე ეწევა",- განაცხადა  მირდატ ქამადაძემ.

ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები