კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის საქმეზე დააკავებულ მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს

მოლდოვას ექსპრეზიდენტს იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ექსპრეზიდენტის 30 დღის იზოლატორში მოთავსებას ითხოვდა.

18 მაისს მოლდოვას გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო. მედიის თქმით, ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.  

24 მაისს დოდონი დააკავეს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

უახლესი ამბები