ბრალდების წარდგენის შემდეგ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც მას ბრალდებები წაუკითხეს.

სავარაუდოდ, ტრამპი სასამართლოდან პირადი ვალდებულებით გაათავისუფლეს.

პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო.

ტრამპი სასამართლო პროცესამდე დღეს დააკავეს, მოსალოდნელი იყო, რომ მას ფორმალური პროცედურების შემდეგ გაათავისუფლებდნენ.

The New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც დააკავეს.

მანამდე, 1872 წელს, შეერთებული შტატების მე-18 პრეზიდენტი ულის გრანტი დააკავეს ვაშინგტონის ერთ-ერთ ქუჩაზე სიჩქარის გადაჭარბების გამო, როდესაც ის ორცხენიანი ეტლით გადაადგილდებოდა. მან ერთი დღის განმავლობაში ორჯერ დაარღვია კანონი, პირველად გაფრთხილება მისცეს, მეორე შემთხვევაში კი გრანტი და მისი რამდენიმე მეგობარი, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ყველა მათგანს 20 დოლარის გირაოს გადახდა დაეკისრათ, რაც დღეს დაახლოებით 500 აშშ დოლარის ექვივალენტურია.

გრანტის ბიოგრაფიის ეს ეპიზოდი საჯაროდ მაშინ არ გავრცელებულა, ცნობილი გახდა მხოლოდ 1908 წელს, როდესაც ვაშინგტონის გაზეთმა The Sunday Star-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ მაშინდელ გადამდგარ ოფიცერთან, რომელმაც გააჩერა აშშ-ის მე-18 პრეზიდენტი. ყოფილი ოფიცერი იყო უილიამ ვესტი, შავკანიანი მამაკაცი, რომელიც მსახურობდა საკავშირო არმიაში სამოქალაქო ომის დროს. ეს ამბავი 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაადასტურა ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტმა.