ტრამპი - ასე იბადება დიქტატურა, ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები ყველგან გაიღვიძებენ იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე დემოკრატების მიერ იყო დანიშნული და ის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.

"ჩვენ ამ ბრძოლას მივიტანთ აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე. ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები ყველგან გაიღვიძებენ იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მმართველი პარტია ცდილობს, მოიპოვოს ტოტალური კონტროლი ამერიკაზე, არჩევნების გაყალბებით. წამყვანი ოპონენტი, რომელიც არის პოლიტიკური აუტსაიდერი, რომელიც მზად არის, დაიცვას შრომისმოყვარე ამერიკელების საჭიროებები და ინტერესები. ასე იბადება დიქტატურა. მე ვიყარე კენჭი პრეზიდენტობაზე, რათა ვიყო ამერიკელი ხალხის ხმა და დამცველი და ეს მოიცავს თქვენი ხმის უფლების დაცვას. მე არ მივცემ უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს, მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს.

როგორც "როიტერი“ წერს, შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.

უახლესი ამბები