ერდოღანი - ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულებისთვის ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ჩუმად ადევნებენ თვალს ღაზას სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში პალესტინის მხარდამჭერთა აქციაზე სიტყვით გამოვიდა, მან დასავლეთი ღაზას სექტორში სისხლის ღვრაში დაადანაშაულა და დაღუპული პალესტინელები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მსხვერპლებს შეადარა.

"ისინი, ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ჩუმად ადევნებენ თვალს ღაზას სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.

ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გამო, მაგრამ ისრაელს ეს არ აინტერესებს. ჩვენ ცრემლებს ვღვრით მრავალი რეგიონის მცხოვრებთათვის: ყირიმიდან ყარაბაღამდე, ბოსნიიდან ქირქუქამდე, პალესტინიდან თურქესტანამდე, ავღანეთიდან ჩეჩნეთამდე", - განაცხადა ერდოღანი.

მისივე თქმით, აზას სექტორში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის მთავარი დამნაშავე დასავლეთია.

ერდოღანის თქმით, თურქეთი ისრაელს მსოფლიოს ომის დამნაშავედ წარუდგენს.

"რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ სად არის სამართლიანობა? ის, რაც ღაზას სექტორში ხდება, არის არა თავდაცვა, არამედ ღია, სასტიკი ხოცვა-ჟლეტა", - განაცხადა ერდოღანმა.

უახლესი ამბები