თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას საბოლოოდ დათანხმდა - ერდოღანმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პარლამენტს მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის წევრობის რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდა.

ამგვარად, შვედეთს ნატოს წევრობის მისაღებად რჩება მხოლოდ ერთი ქვეყნის - უნგრეთის თანხმობის მიღება. ალიანსის ყველა სხვა ქვეყანამ შვედებს მწვანე შუქი უკვე აანთო.

2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი წარმოადგინეს, თუმცა თურქეთმა ორივე დაბლოკა იმის გამო, რომ ორი ქვეყანა ბევრ თურქ დისიდენტს იღებს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ანკარა დათანხმდა ფინეთის გაწევრიანებას ალიანსში. შვედეთთან მოლაპარაკებები უფრო მეტხანს გაგრძელდა, ამიტომ თურქეთის პარლამენტში მასზე თანხმობის პროცედურა მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

ჰელსინკი ნატოს 2023 წლის ივნისში შეუერთდა, შვედეთის განაცხადი კი რატიფიცირებული იყო ნატოს ყველა ქვეყნის მიერ უნგრეთის გარდა.

ბუდაპეშტმა პირობა დადო, რომ ის არ იქნებოდა ბოლო, ვინც შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას მოახდენდა, თუმცა უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრა რამდენჯერმე გადაიდო. უნგრელი პოლიტიკოსები ითხოვენ ახსნას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კრიტიკისთვის.

23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის განცხადების რატიფიცირება მოახდინა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი საკუთარ პარლამენტს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები