თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განიცადა უპრეცედენტო მარცხი არჩევნებში მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, - წერს Bloomberg.

წინასწარი შედეგების მიხედვით, 31 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია 21 წლის შემდეგ პირველად ჩამორჩა მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას. ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ ერდოღანის პარტიას 35,5% აქვს, რესპუბლიკურ პარტიას - 37,7%.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც სურდა და რომლის იმედიც ჰქონდა, თუმცა არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი.

"31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული. არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი. ამ გამარჯვებაში დამარცხებული არ არის", – განაცხადა ერდოღანმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

"რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ, რომელიც პირველად მერი 2019 წელს გახდა, მეორედ მოიპოვა გამარჯვება და ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

"ისევე, როგორც სტამბოლმა მოგვცა ისტორიული გზავნილი ამ საღამოს, მან ასევე გადასცა გზავნილი მთავრობის წარმომადგენლებს. ერის მიერ მიცემული ინსტრუქცია არის ის, რომ ვისაც აირჩევენ, პატივი სცეს მათაც, ვინც არჩეულია. ერი თავად იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. ოფიციალური პირები ერისგან იღებენ მითითებებს. დღეიდან ამოიწურა ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი. ეს დასრულებულია. რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან წინ წავიდნენ მთელი სისწრაფით“, - განაცხადა იმამოღლუმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები