პაკისტანი ირანიდან ელჩს იწვევს და სარაკეტო დარტყმაზე პასუხის უფლებას იტოვებს

პაკისტანმა გადაწყვიტა თავისი ელჩი გამოიწვიოს ირანიდან მის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ და იტოვებს უფლებას რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სარაკეტო თავდასხმას უწოდა "პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და აშკარა დარღვევა", რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდების პრინციპებს.

"ეს უკანონო ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია და არ აქვს გამართლება. პაკისტანი იტოვებს უფლებას უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას. შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება ირანს. ეს მესიჯი უკვე გადაეცა ირანის მთავრობას. ჩვენ ასევე ვაცნობეთ მათ, რომ პაკისტანმა გადაწყვიტა თავისი ელჩის ირანიდან გამოწვევა და რომ ირანის ელჩი პაკისტანში, რომელიც ამჟამად ირანში იმყოფება, შესაძლოა, ამ დროისთვის არ დაბრუნდეს.

ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა მიმდინარე მაღალი დონის ვიზიტი ან დაგეგმილი პაკისტანსა და ირანს შორის უახლოეს დღეებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

პაკისტანმა ირანი მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტს შეიძლება ჰქონდეს "სერიოზული შედეგები".

პაკისტანი ზუსტად არ აღნიშნავს სად და როგორ დაირღვა საჰაერო სივრცე, მაგრამ ისლამაბადმა პროტესტი გამოუცხადა თეირანს.

ირანს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

უახლესი ამბები