პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

18 იანვარს პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში დაფუძნებული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სისტანი და ბელუჯისტანის ტერიტორიაზე. სადაზვერვო ოპერაციის დროს, რამდენიმე ტერორისტი მოკლეს", - აღნიშნულია მოხსენებაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, ეს თავდასხმები არის "პაკისტანის გადაწყვეტილების გამოვლინება, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება ყველა საფრთხისგან".

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პაკისტანი პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"დარტყმების ერთადერთი მიზანი იყო პაკისტანის საკუთარი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სისტანის და ბელუჯისტანის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულია 3 ქალი და 4 ბავშვი, ყველა მათგანი ირანის მოქალაქეა.

პაკისტანმა ირანი მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანი ზუსტად არ აღნიშნავს სად და როგორ დაირღვა საჰაერო სივრცე, მაგრამ ისლამაბადმა პროტესტი გამოუცხადა თეირანს და ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ირანიდან კი ელჩი გაიწვია.

უახლესი ამბები