გიორგი ვაშაძე - ქართველ ხალხს და დემოკრატიას მეტი მხარდაჭერა ექნება და მეტი წნეხი ექნება ნებისმიერ ავტორიტარს

ქართველ ხალხს და დემოკრატიას მეტი მხარდაჭერა ექნება და მეტი წნეხი ექნება ნებისმიერ ავტორიტარს, პირველ რიგში, მოღალატეთა დაჯგუფებას "ქართული ოცნების" სახით, რომელსაც უნდა, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ევროპარლამენტში გაიმარჯვა ევროკავშირის გაფართოების, დემოკრატიის მხარდაჭერის, ქართველის მხარდაჭერის და "ქართული ოცნების" დამთავრების პოლიტიკამ. ქართველ ხალხს და დემოკრატიას მეტი მხარდაჭერა ექნება და მეტი წნეხი ექნება ნებისმიერ ავტორიტარს, პირველ რიგში, მოღალატეთა დაჯგუფებას "ქართული ოცნების" სახით, რომელსაც უნდა, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს და საქართველო ევროინტეგრაციის ნაცვლად უბედურებისკენ წაიყვანოს.

ძალიან საინტერესო კანდიდატები, ჩვენი ქვეყნის მეგობრები განიხილებიან ევროკომისიის გაფართოების კომისრის პოზიციაზე. ალბათ, დიდი ტრაური ექნება პრორუს "ქართულ ოცნებას", იმიტომ რომ არცერთი მსგავსი, მასთან მიახლოებული ადამიანი კომისიაში არსად იქნება. არცერთი ორბანისტი არსად იქნება, ორბანის ეს იდეოლოგია დამარცხდა ამ არჩევნებში. მან ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი აიღო, რაც კი აუღია" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა, "სოციალისტებისა" და დემოკრატების" ბლოკმა კი - 139.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები