მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხომ არ კეთდება, რომ საბოლოოდ დააშინონ ახალგაზრდობა

ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხომ არ კეთდება, რომ საბოლოოდ დააშინონ ახალგაზრდობა, მთელი ქვეყანა - ამის შესახებ სპეცოპერაცის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ  მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დანაშაულში  მხოლოდ რიგითი პოლიციელები არ არიან დამნაშავეები. 

"დაუსჯელობის სინდრომი კიდევ უფრო ღრმავდება, ის ფაქტი რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, შოკისმომგვრელი იყო, გამოჩნდა რამდენად ყარს ეს სისტემა. მხოლოდ რიგითი პოლიციელები არ არიან დამნაშავეები.  სისტემამ დაანახა თავიანთ თანამშრომლებს,  რომ მათ ყველაფერი  შერჩებათ და  გაუვათ. გამომდინარე აქედან, ადამიანის უფლებების შელახვას შეუდგნენ. იმასაც კი ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულიად ხომ არ კეთდება,  რომ საბოლოოდ  დააშინონ ახალგაზრდობა, მთელი ქვეყანა", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

ისნის მეტროში პოლიციელის მიერ არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პოლიციელი დააკავეს. ფაქტის ამსახველი კადრები  დაზარალებულის მეგობარმა გადაიღო და გაავრცელა. ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები