კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირში ვერ მიიღებენ ქვეყანას, რომელიც არ არის სამართლებრივად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მზად წევრობისთვის

როგორადაც  უნდა შეიცვალოს  გეოპოლიტიკური კონტექსტი, ევროკავშირში ვერ მიიღებენ ქვეყანას, რომელიც არ არის სამართლებრივად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მზად ევროკავშირის წევრობისთვის, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კანდიდატი წევრის სტატუსი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია,  რამდენად მოახდენს ქვეყანა აუცილებელი რეფორმების გატარებას.  

"თუ ისე მოხდა,  რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს დაჩქარებული ფორმით, ეს ძალიან კარგი იქნება,  მაგრამ შემდეგ იწყება ყველაზე რთული გზა, რომელიც უნდა გავიაროთ.  ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო პროცესი.  უნდა მოხდეს ყველა საკითხის შესაბამისობაში მოყვანა.  ევროკომისიამ  ექსპერტები უნდა გამოაგზავნოს,  შეადაროს ჩვენი კანონმდებლობა ყველა  სფროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან,  უნდა  დაადგინოს,  სად არის პრობლემები, შემდეგ იწყება მოლაპარაკება,  რამდენ ხანში მოახერხებს ქვეყანა შესაბამისობასთან მოყვანას.   

ამაში გეხმარება ევროკაშირი,  გაძლევს ფულს, გიგზავნის ექსპერტებს და ასე შემდეგ,  მაგრამ შენ გჭირდება, როგორც საზოგადოებას, ძალიან დიდი ძალისხმევა. ამის გარეშე  როგორადაც  უნდა შეიცვალოს  გეოპოლიტიკური კონტექსტი, ევროკავშირში ვერ მიიღებენ ქვეყანას, რომელიც არ არის სამართლებრივად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მზად ევროკავშირის წევრობისთვის“,- განაცხადა გოგოლაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა,  კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები