ლელა ჯეჯელავა - უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები არის პირველწყარო იმ დიდი აგრესიისა, რომლის წინაშეც ყველანი დაუცველები ვართ

უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და შეფასებები არის პირველწყარო იმ დიდი აგრესიისა, რომლის წინაშეც ჩვენ, ყველანი დაუცველები ვართ, - ამის შესახებ  Front News-ს პოლიტოლოგმა ლელა ჯეჯელავამ  "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას  განუცხადა. 

მისი თქმით,  აგრესიულ გარემოს ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით.  პოლიტიკოსების ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისული აგრესიით, „ტროლ-ბოტებით“ იქმნება ძალადობრივი გარემო და ფაქტობრივად, მთელი ჩვენი საზოგადოება ფსიქოლოგიური ტერორის წინაშეა. 

"დღეს მომხდარი ფაქტი აჩვენებს, თუ რამდენად არაჯანსაღ გარემოში ვცხოვრობთ და ამ გარემოს  ვქმნით ჩვენ ყველანი.  პოლიტიკოსები, რომლებიც  თავად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები ამ სახელმწიფოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე,  თუ თავად არ იქნებიან  დაცულები და ისინიც აგრესიის მსხვერპლი გახდებიან, მაშინ რა გარანტიები ექნება ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს?! ისინი,  ვინც უნდა ზრუნავდნენ  ქვეყანაში  სიტუაციის  გაჯანსაღებისთვის,  ძალიან ხშირად თავად  არიან აგრესიის წამახალისებლები.  მათ შორის,  სამწუხაროდ,  უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა  განცხადებები და შეფასებები არის პირველწყარო იმ დიდი აგრესიისა, რომლის წინაშეც ყველანი მოწყვლადები ვართ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.  

მისივე თქმით,  ხელისუფლება რომელიც ძალადობას ახალისებს,  "გუშინდელი დღეა“. 

"თუ კი ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ იცვლება საერთაშორისო პოლიტიკის არქირექტურა და დღის წესრიგი, აუცილებლად შეიცვლება სოციალურ ურთიერთობათა მატრიცაც და  ის ვეღარ იქნება დესტრუქციული. 

ამიტომ ყველა, ვინც ახლა ამ დესტრუქციული ურთიერთობების ნაწილია, მას უბრალოდ  მოუწევს  გვერდზე გადგომა და წარსულს ჩაბარება“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

დღეს ქაშვეთის ეკლესიასთან „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს უცნობი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები