შოიგუ - ტემპს შეგნებულად ვანელებთ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რომ "მშვიდობიან მოსახლეობა მსხვერპლი აირიდოს". 

"სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – განაცხადა შოიგუმ.

მისივე მტკიცებით, "რუსი სამხედროები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სისტემატურად არიან ჩართული მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებაში - მოსახლეობას უწევენ ჰუმანიტარული დახმარებას, აღადგენენ ინფრასტრუქტურას და სასიცოცხლო ობიექტებს".

უკრაინის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რადგან დარტყმების უმეტესობა ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდის.

უახლესი ამბები