შოიგუ - ჩვენ 5 937 ადამიანი დავკარგეთ, უკრაინამ - 100 ათასზე მეტი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე, რუსეთის ზარალი თითქმის 6 ათასი სამხედროა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

"დღეს ჩვენი დანაკარგები 5,937 ადამიანია. ჩვენი ბიჭები ვაჟკაცურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. აქვე აღვნიშნავ ჩვენს ექიმებზე - დაჭრილების საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით 90% დაუბრუნდა მოვალეობას", - განაცხადა შოიგუმ.

მისივე მტკიცებით, უკრაინის დანაკარგი 100 000-ზე მეტი მოკლული და დაჭრილია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ მონაცემები მხოლოდ ერთხელ 25 მარტს გაავრცელა. შოიგუს უწყების მაშინდელი მონაცემებით, დაღუპული იყო 1351 და დაჭრილი იყო 3 800-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში დღემდე 55 ათასი სამხედრო დაკარგა.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.

უახლესი ამბები