დევიდ კრამერი - ევროკავშირის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი უნდა გადაიჭრას

იმედი მაქვს, ევროკავშირის პოზიცია გამოსაღვიძებელი სიგნალია იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.

"მე ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მათ შორის არ არის ქართველი ხალხის სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში. ასე რომ, ვფიქრობ ქვეყანას სწორი მიმართულება აქვს. არის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას და იმედია ამას გააკეთებს, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური გზით. იმედი მაქვს, ევროკავშირის პოზიცია გამოსაღვიძებელი სიგნალია იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ევროკავშირის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს არაა მენიუ, რომლიდანაც ერთი ან რამდენიმე უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა გადაიჭრას.

დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანი პუნქტია, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, თუმცა დეოლიგარქიზაცია ისევე მნიშვნელოვანია როგორც სხვები. ამ კუთხით ჩემი აზრი არაერთხელ გამოვხატე პრობლემებზე და პოზიცია არ შემიცვლია, ვფიქრობ ესაა პრობლემა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. 

იმედი მაქვს, საქართველო მიუახლოვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შემდეგ კი, იმედია წევრობას", - განაცხადა კრამერმა. 

მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ცდილობს, რომ ყველაფერში ამერიკა დაადანაშაულოს.

"აბსურდია, რომ ვაშინგტონს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. საქართველოში უკვე იყო ომი და მეტი აღარ სჭირდება. ჩვენ ეს ვიზიტი მიგვაჩნია უკიდურესად მნიშვნელოვნად, როგორც შეხსენება, თუ რა გადაიტანა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე და ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი, საიდანაც სწავლა შეგვიძლია. 

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენმა დელეგაციამ თავისი ვიზიტი აქედან დაიწყოს, როგორც შეხსენება იმისა, რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის ასევე ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა კრამერმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები