კრამერი - ჩემი აზრით, იმპიჩმენტის წამოწყება არ არის ჭკვიანური ქმედება

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგზაურობს ევროპაში იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანოს, მთავრობა კი ამის გამო მას იმპიჩმენტს უწყობს, მე მიმაჩნია, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება არ დაუშვას, - ამის შესახებ დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"მერვე წელია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და ყველა, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, არის საქართველოს მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება კონკრეტულად ამ ქვეყანაში თუ რეგიონში. ჩვენ გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, დემოკრატიული რეფორმებისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, საფრთხის წინაშე დგანან, ეს საფრთხე მოდის მოსკოვიდან და მას ჰქვია პუტინიზმი.

რუსეთს სურს, რომ აკონტროლებდეს თავის სამეზობლოს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ლახავს და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას და რა თქმა უნდა, საქართველოს.

ჩვენ საქართველოში საინტერესო დროს ჩამოვედით: პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგზაურობს ევროპაში იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანოს, მთავრობა კი ამის გამო მას იმპიჩმენტს უწყობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება არ დაუშვას და ვთვლი, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩემი აზრით, იმპიჩმენტის წამოწყება არ არის ჭკვიანური ქმედება. მე მოვდივარ იმ ქვეყნიდან, სადაც ორ პრეზიდენტს მოუწყვეს იმპიჩმენტი და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა კრამერმა.

მაკკეინის ფონდის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით "პუტინიზმის დამარცხება", თბილისში დღეს გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები