დევიდ კრამერი - ეს არის "ქართული ოცნების" მცდელობა, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის განცხადებით, "ხალხის ძალის" კანონპროექტი "უცხოურ აგენტებზე" ძალიან ჰგავს იმ კანონს, რომელიც რუსეთში მიიღეს და "ქართული ოცნება" ამ კანონპროექტით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის შევიწროებას.

"სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი, როგორც მე მესახება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს კანონმდებლობას და ეს არის სწორი პოზიცია. 

ეს არის წინასწარ განზრახული ძალისხმევა "ქართული ოცნების" და მისი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ შემცირდეს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ორგანიზაციებისთვის და სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მიღებული. 

ეს არის მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში. ეს გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს ამ მიმართულებით. ეს არის ბოლო მითითება და ჩვენება იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დარტყმას ახორციელებს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე და სხვა პირებზე", - განაცხადა კრამერმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები