დევიდ კრამერი - ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი წუხს, რომ ამერიკის მხრიდან სანქციები საჭირო გახდა, რადგან ეს მხოლოდ იმას ასახავს, თუ რამდენად გაუარესდა სიტუაცია საქართველოში.

"ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართული და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - მიიჩნევს კრამერი.

მისივე თქმით, ხალხს უნდა ესმოდეს: ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

"ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს“, - აცხადებს დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები