შტაინმაიერი - მშვიდობამ რუსეთის პირობებით მხოლოდ ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კიევში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ზელენსკის განცხადებით, გერმანიის წვლილი უკრაინის მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანიას უკრაინას კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს.

"MARS-ის ორი სისტემა და ოთხი ჰაუბიცა მალე იქნება მოწოდებული“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

შტაინმაიერი ასევე უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ უსამართლო მშვიდობამ რუსეთის პირობებით მხოლოდ ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს.

"ბევრი ითხოვს ომის დასრულებას, ზავს და თქვენ თქვით, ბატონო პრეზიდენტო, რომ უკრაინას სურს სამართლიანი მშვიდობის მიღწევა. მე ვიზიარებ თქვენს აზრს, სამართლიანობის გარეშე არ იქნება ნამდვილი მშვიდობა და უსამართლო მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება მხოლოდ ახალი ომი გამოიწვიოს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერის თქმით, გერმანია გმობს მობილიზაციას რუსეთში, ესკალაციას და უკრაინის რეგიონების ანექსიას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები