მამუკა მამულაშვილი - მთავარი მიზანი ღარიბაშვილის იყო, შეეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი და ესეც ვერ შეძლო

ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო, - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

"აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წარმოადგენს "ქართულ ლეგიონს" და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.

ასე რომ, ის, რასაც ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი, ან ნებისმიერი სხვა წევრი, ვერ იქონიებს ვერანაირ ეფექტს ჩვენზე. მთავარი მიზანი ღარიბაშვილის იყო, შეეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღე გვიერთდება და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა უკრაინისკენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ეს განცხადებები. არ მოქმედებს ეს არანაირად მებრძოლების საერთო განწყობაზე და არ აქცევენ ყურადღებას ისევე, როგორც მე არ ვაქცევ", - განაცხადა მამულაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები