მამუკა მამულაშვილი - სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩავარდა ორი ქართველი ტყვედ, "ქართულ ლეგიონთან" არ ჰქონიათ შეხება ამ ბიჭებს

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ადასტურებს ინფორმაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ორ ქართველთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი მათი რეგიონის წევრები არ არიან.

მამულაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, მათგან რაიმე დიპლომატიურ ნაბიჯს არ ელოდება.

"სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩავარდა ორი ქართველი ტყვედ - წარმომადგენლები იყვნენ რომელიღაც უკრაინული ბატალიონის, ჯერ არ არის გარკვეული, შეიძლება, საერთაშორისო ლეგიონი იყოს. ყოველ შემთხვევაში, "ქართულ ლეგიონთან" არ ჰქონიათ შეხება ამ ბიჭებს. ვერ გეტყვით, ზუსტად რა ადგილას, მაგრამ რამდენადაც ვიცი, დონეცკის ოლქში. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არიან, მე ასე მგონია, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ტყვედ ნამყოფი აფხაზეთში და კარგად ვიცი, რას ნიშნავს რუსეთის ხელში ტყვედ ყოფნა. როდესაც ვიცით საქართველოს მთავრობის პოზიცია, არ მგონია, რომ რაიმე დიპლომატიური მეთოდი იხმარონ, რათა ეს ტყვეები იყვნენ გადაცვლილები ან დაიცვან საკუთარი მოქალაქეები და საკმაოდ გართულებული იქნება, ჩემი აზრით, სიტუაცია", - განაცხადა მამულაშვილმა "ფორმულასთან" სატელეფონო ჩართვის დროს.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აიყვანეს. სამინისტროს მტკიცებით, ესენი არიან საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბეთიძე. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები