ერმაკი - უკრაინის ნატოში მიწვევა შეიძლება იყოს ომის დასრულების მთავარი ფაქტორი

უკრაინის მიწვევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეიძლება იყოს მთავარი ფაქტორი ომის დასრულებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"დიახ, მე მჯერა, რომ უკრაინის ნატოში მოწვევა შეიძლება იყოს საკვანძო ფაქტორი ამ ომის დასრულებისთვის“, - განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ უკრაინის სურვილია, არამედ "აბსოლუტურად რეალობა, რომელიც სჭირდება თანამედროვე სამყაროს, თანამედროვე ევროპას". რადგან ევროპაში უსაფრთხოების წინა სისტემა „არ მუშაობს“.

"ეს ყველამ ვნახეთ 24 თებერვალს. ევროპას სჭირდება უსაფრთხო სამყარო და უკრაინის გარეშე ეს შეუძლებელია", - აღნიშნა მან. 

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია ნატოში გაწევრიანებაა.

"ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანების გზაზე. რადგან მთავარი გარანტია ნატოში გაწევრიანებაა. ნატო დღეს არის ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში. ამას ყველა აღიარებს. და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება", - განაცხადა ერმაკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები