ერმაკი - უკრაინა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას გეგმავს

უკრაინა აპირებს საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ორგანიზებას, ამ მიზნით ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სპეციალისტები ჩამოვლენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც ძალიან მალე დავიწყებთ. მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ გეგმას ჩვენივე წარმოებისთვის, რაც გვჭირდება, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სისტემები", - განაცხადა ერმაკმა.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მნიშვნელოვნად ზრდის, კერძოდ, დრონების და საბრძოლო მასალის წარმოება უკვე დაიწყო.

როგორც სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე უკრაინამ ათჯერ მეტი საბრძოლო მასალა აწარმოა, ვიდრე მთელ 2022 წელს.

ასევე იგეგმება ერთობლივი საწარმოს გახსნა კიევში გერმანული შეიარაღების კონცერნ Rheinmetall-სა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის კონცერს შორის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები