ერმაკი - რუსეთში ამბობენ, რომ სანქციები სარგებელს მოუტანთ, მაშინ, როცა ერთი თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებს, მეორე აფრენას ვერ ახერხებს

რუსეთში საუბრობენ დასავლეთის სანქციების სავარაუდო არაეფექტურობაზე, მაშინ როცა მათი თვითმფრინავები ან აფრენას ან დაშვებას ვერ ახერხებენ "ტექნიკური მიზეზების გამო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"ურალის ავიახაზების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანქციები მხოლოდ სარგებელს მოუტანს მათ... ერთი თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებს ნოვოსიბირსკთან გაუმართაობის გამო... მეორე აფრენას ვერ ახერხებს ეკატერინბურგიდან ტექნიკური მიზეზების გამო... სარგებელია“, - წერს ის.

დღეს ნოვოსიბირსკის ოლქში, Ural Airlines-ის Airbus A320 სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინდორში. ბორტზე 167 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, 2 სექტემბერს ეკატერინბურგში თვითმფრინავი ვერ აფრინდა გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების გამო. თვითმფრინავი კრასნოიარსკში უნდა გაფრენილიყო.

უახლესი ამბები