ერმაკი - უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შაბათ-კვირას რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

კონსულტაციების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ "უკრაინა არასდროს დათანხმდება და არ მიიღებს კონფლიქტის გაყინვას".

"ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის... უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა. უკრაინას სურს თავიდან აიცილოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას", - განაცხადა ერმაკმა.

დავოსში, იქამდე კი მალტასა და საუდის არაბეთში უკრაინული "მშვიდობის ფორმულა" განიხილეს, რომელიც ზელენსკიმ G20-ის სამიტზე 2022 წლის 15 ნოემბერს წარადგინა.

გეგმა 10 პუნქტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორიიდან, ყირიმის ჩათვლით, სამხედრო დამნაშავეების დასჯას და კომპენსაციის გადახდას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები