ერმაკი - მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება

მომავალი წელი იქნება "გადამწყვეტი" რუსეთის წინააღმდეგ ომში. გარდამტეხი მომენტი ახლოვდება, - ამის შესახებ Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.

ამ განცხადებით უკრაინის მაღალჩინოსანმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ევროპას, გააძლიერონ სანქციები და მიაწოდონ უკრაინას დამატებითი იარაღი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სანამ რუსეთის ენერგოსისტემაზე მოსალოდნელი თავდასხმა მოხდება.

"ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა ერმაკმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას.

ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ერმაკი შეხვდა აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მრჩევლებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები