ერმაკი - აშშ-ის დახმარების გარეშე ომის წაგების დიდი რისკია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის განცხადებით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინამ შეიძლება ომში წააგოს.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს მან კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსება უკრაინისთვის.

"თუ დახმარება, რომელიც ამჟამად კონგრესში განიხილება, გადაიდო - მე არ ვამბობ, რომ არ მიიღება - ეს ქმნის დიდ რისკს, რომ ჩვენ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ. და რა თქმა უნდა, ეს, დიდი ალბათობით, შეუძლებელს გახდის ტერიტორიების განთავისუფლების გაგრძელებას და ომის წაგების დიდ რისკს შექმნის“, - განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ საბიუჯეტო მხარდაჭერაც.

"უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მომავალი წლის გეგმის შესასრულებლად. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ რაც შეიძლება მალე, რადგან უკვე გავიდა ორი წელი და ორი წელი დიდი დროა", - განაცხადა ერმაკმა.

ანდრი ერმაკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.

სენატმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის განხილვა ამ კვირაში უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები