ნანა ჯანელიძე - თქვენი პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოთ, ხელი შეუწყოთ და განავითაროთ დამოუკიდებელი, პროფესიულად გამართული და წარმატებული ინსტიტუცია

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ეროვნულ კინოცენტრთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს.

“ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ბატონო ირაკლი,

მოგმართავთ იმ საგანგაშო მგდომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროს შეიქმნა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში - კულტურის სამინისტრომ დაიწყო ეროვნული კინოცენტრის რეორგანიზაცია.

ეროვნული კინოცენტრი ის წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფუძნდა ქართული კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მრავალწლიანი შრომის შედეგად. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ისეთი "კინოპატრიარქები", როგორებიც არიან ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, საშა რეხვიაშვილი, მიშა კობახიძე, ბუბა ხოტივარი, ბაადურ წულაძე... მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორები: ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, თემურ ბაბლუანი, ზაზა ურუშაძე, ზურა ინაშვილი, ლევან კიტია, დათო ჯანელიძე, ოთარ შამათავა, ლევან თუთბერიძე, (ალბათ ბევრის სახელი გამომრჩება და მომიტევონ) - საქართველოს მთელი კინოკორპუსი.

ფაქტიურად კინოცენტრის დაფუძნების დღიდან, ჩაბნელებული 90-იანების მერე, ახლად შექმნილი, დამოუკიდებელი საქართველოს ქართულმა კინომ ახალი სუნთქვა აიღო - ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა ეკრანზე ახალი სათქმელის და სტილისტიკის მქონე ახალგაზრდა ავტორების ფილმები:“ თბილისი, თბილისი“(ლევან ზაქარეიშვილი), „მოგზაურობა ყარაბაღში“(ლევან თუთბერიძე), „გაღმა ნაპირი“(გიორგი ოვაშვილი), „ქუჩის დღეები“(ლევან კოღუაშვილი), „გაიღიმე“(რუსუდან ჭყონია), „გრძელი ნათელი დღეები“(ნანა ექვთიმიშვილი) და სხვა და სხვა.... ეს სულ მცირე ჩამონათვალია პირველი ტალღის ფილმებისა. ყველა მათგანს დიდი აღიარება ხვდა წილად, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო კინოფესტივალებზე (პრიზების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს).

განსაკუთრებული იყო 2014 წელი, როცა ოსკარის „შორტ ლისტში“ ერთდროულად 2 ქართული ფილმი იყო დასახელებული: ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ (რომელიც შემდეგ ნომინანტების ხუთეულშიც მოხვდა) და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“. თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ რეჟისორების დამატებითი დაფინანსების საქმეში, რათა წაგეხალისებინათ მათი მუშაობა.

დაფუძნებიდან სულ მალე, ეროვნული კინოცენტრი ევროპის უდიდესი კინოფონდის ევრიმაჟის წევრი გახდა და და მას დამატებითი დაფინანსების წყარო გამოუჩნდა. 30-მდე ქართული კოპროდუქცია ევრიმაჟის მიერ დაფინანსდა.

ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმები მონაწილეობდნენ 1500-მდე კინოფესტივალში და მიღებული აქვთ 350-ზე მეტი პრიზი. ეს არის კანის, ბერლინალეს, როტერდამის, სანდანსის, ვენეციის, სან-სებასტიანის, ტალინის, ვარშავის კინოფესტივალები (ესეც არასრული ჩამონათვალია A კლასის ფესტივალების, აღარ ვახსენებ სხვა კლასის ფესტივალებს).

ეგრედწოდებული აზიური ოსკარის (Asia Pacific Screen Awards) კონკურსში ანა ურუშაძის ფილმს „საშიში დედა“ ორი მთავარი პრიზი აქვს მიღებული.

კინოყვარულებმა იციან და შეიყვარეს ეს რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, დეა კულუმბეგაშვილი, თინა ყაჯრიშვილი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რუსუდან გლურჯიძე, ზაზა ურუშაძე, ზაზა ხალვაში, ნანა ჯორჯაძე, გიორგი ოვაშვილი, დიტო ცინცაძე, ლევან კოღუაშვილი, სოსო ბლიაძე, სანდრო კობერიძე, ლევან თუთბერიძე, დიმიტრი მამულია, დათა ფირცხალავა... 

მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად ქართულ კინოში მუშაობენ ჩვენი „კლასიკოსები“ : ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ შენგელიაია... ეს დიდ სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს და ქვეყნის კინოკულტურის უწყვეტობაზე, მემკვიდრებითობაზე, დიდ კულტურაზე მეტყველებს.
ბოლო დროს ქართული ფილმებით NETFLIX-ც დაინტერესდა (ნანა ექვთიმიშვილის“ ჩემი ბედნიერი ოჯახი“)

არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო საინტერესო დოკუმენტალისტების დიდი გუნდი: ნინო კირთაძე, სალომე ჯაში, თინა გურჩიანი, მარიამ ჭაჭია, ანა ძიაპშიპა, რატი ონელი,ზაზა რუსაძე, კეკო ჭელიძე, კოტე კალანდაძე, ალექსანდრე ქორიძე... ამ რეჟისორების ფილმებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და ქართველი მაყურებელსაც ბევრი ახალი რამ მოუთხრეს ჩვენი ქვეყნის შესახებ.

მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული ანიმაცია, რომელიც სრულიად განადგურებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სწორედ ბოლო ათი წლის განმავლობაში მყარად დადგა ფეხზე და ჯილდოებიც მოიპოვა: მიტოვებული სოფელი(მარიამ კაპანაძე), ჯიბის კაცი(ანი ჩუბინიძე), ჯინო(დათო კიკნაველიძე), ლილე (ნათია ნიკოლეიშვილი), ყვავი (სანდრო ქათამაშვილი), მეთევზე და გოგონა(მამუკა ტყეშელაშვილი).

ყოველ ფილმზე და რეჟისორზე შემიძლია საათობით ვილაპარაკო და მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ, რადგან იმ უმწირესი დაფინანსებით, რასაც ეს ადამიანები იღებენ ფილმების შესაქმნელად, ნამდვილი გმირობაა ფილმის გადაღება... ასევე ბოდიში მინდა მოვიხადო იმათ წინაშე, ვისი გვარებიც გამომრჩა ამ წერილში.

ქართული ფილმების წინსვლა და წარმატება სწორედ კინოცენტრის ხელმძღვანელობით ხდებოდა. კინოცენტრი დამოუკიდებლად ახორციელებდა თავის საქმიანობას და ამ ინსტიტუციას ყოველთვის კინოში ღრმად ჩახედული და კინოს მოამაგე ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. აი კინოცენტრის დირექტორთა სია, ისინი უკლებლივ ყველანი კინოს სფეროდან იყვნენ და ყველამ თავისი დიდი ამაგი დაატყო კინოცენტრს: ოთარ შამათავა, ზაზა ურუშაძე, გაგა ჩხეიძე, კოტე ჩლაიძე, თამარ ტატიშვილი, ნანა ჯანელიძე, ზურაბ მაღალაშვილი, გაგა ჩხეიძე...)

დასაფინანსებელი პროექტების და ფილმების შემრჩევი კომისიაც თავისუფალი და დამოუკიდებელი, მაღალი დონის პროფესიონალებისგან კომპლექტებოდა.

თავისუფალი პროფესიონალებისგან შემდგარი ადამიანები და მათი სწორი გადაწყვეტილბებები უზრუნვეყოფდა ქართული კინოს ასეთ დიდ წარმატებას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია კინოცენტრის საქმიანობისა.

2016 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულმა კინოცენტრმა „გოსფილმფონდიდან“ დაიწყო ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი. ის რითაც ჩვენ ვამაყობდით, რაც ჩვენს ხასიათს, სულს, უდრეკობის, იუმორს, ცხოვრების ფილოსოფიურ ჭვრეტას, თვითირონიას გამოხატავდა, ის მუსიკალური შედევრები რაც იქმნებოდა ქართული კინოსთვის, ის უკვდავი ფრაზები, რასაც ჩვენ ყოველდღიურ საუბარში ვიხსენებთ ქართული ფილმებიდან, ეს საუნჯე ჩვენთან არ იყო და „გოსფილმფონდის“ საცავებში ინახებოდა. სწორედ კინოცენტრის საქმიანობით დაიწყო ამ განძის დაბრუნება, აღდგენა, გაციფრვა და ხელახლა მაყურებელთან მიტანა. უნდა გენახათ, ფილმების საჯარო დემონსტრირება (ეროვნული არქივის და კინოს სახლის დარბაზებში), როგორი ანშლაგებით მიმდინარეობდა.
მაგრამ, ამაზეც არ მთავრდება კინოცენტრის საქმიანობა...

2014 წელს კინოცენტრმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი „კინოს სკოლაში“. ეს ის პერიოდია, როცა სულ საქართველოში რამდენიმე კინოთეატრი არსებობდა(თბილისსა და ბათუმში) და კინოცენტრის მიერ მომზადებულ “კინომისიონერებს“ ჩაჰქონდათ მსოფლიო და ქართული კინოკლასიკა საქართველოს ყველა რაიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში და ბავშვებს აჩვენებდნენ ჩარლი ჩაპლინს და „ჯიმ შვანთეს“, ფედერიკო ფელინის და „ჩემი ბებიას“, კიმ კიმ დუკს და „ჯარისკაცის მამას“. ბავშვებთან შესახვედრად თითქმის ყველა ახალგაზრდა რეჟისორი იყო ჩასული თავისი ფილმის პრეზენტაციით: ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, რუსუდან გლურჯიძე, ნანა ექვთიმიშვილი... მათთან ჩასულან გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე... ეს ნამდვილი დღესასწაულები იყო და პროექტმა „კინო სკოლაში“ შეიძლება ითქვას, რომ თაობა შეცვალა.

შემდეგ ეს პროექტი განვითარდა და შეიქმნა ონლაინ პლატფორმა -„ისტორია-კინო-ისტორია“, რომელიც უკვე ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის" ფინანსური მხარდაჭერით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პროექტში ჩართულია, როგორც ლიდერი ქვეყანა და მისი პარტნიორები არიან: Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (დიდი ბრიტანეთი) და The National Cinèmatheque of Serbia (სერბეთი).

ეს პლატფორმა "ისტორია-კინო-ისტორია" ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე და მასში მიწოდებული მასალა ორი მიმართულებით არის წარმოდგენილი: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების ისტორიის სწავლება.

ესეც არ არის სრული ჩამონათვალი კინოცენტრის საქმიანობისა:

კინოცენტრი წლების მანძილზე უშვებდა საქართველოში კინოკრიტიკის ერთადერთ პროფესიულ ჟურნალს: 2011-2019 ჟურნალი „ფილმპრინტი“ (წელიწადში 4 ქართული და 1 ინგლისურენოვანი გამოცემა), ხოლო 2019-2022-მდე ჟურნალი „კინ-O“, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო დაიხურა.

კინოცენტრი ახორციელებდა პროექტს „წერე ქართულად“, სადაც ქართველი სტუდენტები წერდნენ რეცენზიებს ფილმებზე, ხოლო დაჯიდლოებულები მიემგზავრებოდნენ ბერლინალეს ფესტივალზე დასასწრებად.

კინოცენტრის მიერ არის გამოცემული უნიკალური წიგნი-ალბომები: „ქართული კინო 1920-1930“ და „ქართული კინო 1930-1940“, იშვიათი ფოტოებით და მაღალპროფესიული წერილებით. მზადდება მესამე წიგნის გამოცემა „ქართული კინო 1940-1960“.

ეს წიგნები ქართული კინოკულტურის მატიანეა. ასეთი გამოცემებით ჩვენ არ ვიყავით განებივრებულები.

ესეც არასრული ჩამონათვალი იმ წიგნებისა რაც დააფინანსა კინოცენტრმა: „კინორეჟისურის შესახებ“ რეზო ესაძე (სახელმძღვანელო); „ლუი“ ოთარ იოსელიანი (დამხმარე სახელმძღვანელო); „მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“ ელდარ შენგელაია (ავტორი- ნინო ნატროშვილი); „ანარეკლები“ თენგიზ აბულაძე“ (ავტორები- ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი); „კინოს დიდ გზაზე“ რეზო ჩხეიძე (ავტორები_ ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი); „ჩემი საუბრის შემოდგომა“ რეზო ესაძე (ავტორი - ნინო ნატროშვილი); „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია 1976 – 2009“ შემდგენელები -(არჩილ შუბაშვილი, ლიანა ხოშტარია); „ქართული ანიმაციური კინოს მატიანე“ (ავტორი - ლალი გორგასლიძე); „ნატო ვაჩნაძე“ (ავტორი - მარინა კერესელიძე); კინოტერმინების ლექსიკონი ( ავტორბი - ნოშრე ჩხაიძე, გიორგი ხარებავა); „კოტე მიქაბერიძე“ (ავტორები სოსო დუმბაძე, ნინო ძანძავა. წიგნი ორჯერ გამოიცა ქართულად და ინგლისურად); “სულიკო ჟღენტი“ (ავტორი - ოლიკო ჟღენტი); “ცხოვრების წესი“ ოთარ იოსელიანი (ავტორი - მარინა ქარცივაძე); „რეზო ესაძის ალბომი“ (შემდგენელი - კონსტანტინე ესაძე); ლანა ღოღობერიძე ; გიორგი ბერიძე (ავტორები - თამუნა მელიქიშვილი, ნინო მხეიძე); "მიშა ჭიაურელი " ; „პროცესი“ (ავტორი -გიორგი მრევლიშვილი).

კინოცენტრის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტს ამ წერილში ვერ ჩამოვთვლი. ვფიქრობ ისედაც ჩანს, რა მასშტაბის და ხარისხის საქმიანობას ეწევა კინოცენტრი.

სწორედ კინოცენტრის სისტემური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფდა ამ ინსტიტუციის მუდმოვ პროგრესს და შედეგს. წლობით ჩამოყალიბებული სისტემა მუშაობდა და შიგნითვე ვითარდებოდა, როგორც ყველა დამოუკიდებელი სისტემა.

ამ ინსტიტუციის რეორგანიზება არაპროფესიონალების მიერ ნგრევის ტოლფასია!!

ქართული კინო ჩვენი ეროვნული საუნჯე და ქვეყნის დესპანია საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ხელყოფა დაუშვებელია!
ბატონო პრემიერო,

კინოცენტრი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც გვერდიგვერდ შრომობენ გამოცდილი პროფესიონალები, ვინც კინოცენტრში მისი შექმნის დღიდან მუშაობენ და ის ახალგაზრდები, ვინც დრო და დრო ემატება ამ ორგანიზაციის რიგებს. ამიტომ, ბუნებრივად ხდება დაგროვილი დიდი ცოდნის, პროფესიული, გრძელვადიანი სახელმწიფო ხედვის, გამოცდილების და მეხსიერების გადატანა ახალგაზრდა თაობაში.

დაუშვებელია წარმატებული სისტემური ინსტიტუციის რეორგანიზაცია! ეს მხოლოდ მის მის ნგრევას გამოიწვევს!

შედეგზე ორიენტირებულ და პროფესიულად მომუშავე ინსტიტუციას გაფრთხილება და ხელის შეწყობა სჭირდება. ასეთი ინსტიტუციები ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საყრდენია.

დიდი საშიშროებაა, რომ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური ფენომენი - ქართული კინო კინოცენტრის საქმიანობაში არაპროფესიონალების უხეში ჩარევის გამო დაზიანდეს და კინოცენტრი, როგორც ერთადერთი(!!!) ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს ქართული კინოს სახელმწიფო პოლიტიკას და ქვეყანაში ერთადერთი კინოფონდია(!!), დაინგრეს.

ისტორია ამას არავის აპატიებს!

ბატონო ირაკლი,

თქვენი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოთ, ხელი შეუწყოთ და განავითაროთ დამოუკიდებელი, პროფესიულად გამართული და წარმატებული ინსტიტუცია - კინოცენტრი არაკომპეტენტური ჩარევისაგან და ნგრევისგან!

ეს თქვენი მოვალეობაა!

პატივისცემით,

ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი”, - აღნიშნულია წერილში.

მსგავსი სიახლეები