"ევრიმაჟსა" და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“და ჩრდილოეთ ამერიკაში გიგა აგლაძე დაინიშნა, - ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა.

გიგა აგლაძემ 2007 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მას აქვს აუდიოვიზუალურ სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება. როგორც სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი სხვადასხვა კომპანიაში ქმნიდა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს, სარეკლამო პროდუქციასა და სატელევიზიო გადაცემებს. აქვს საზღვარგარეთ კინოწარმოების გამოცდილება. გიგა აგლაძე 2017 წელს გახდა ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის, ადგილობრივი პარტნიორი და დააარსა ფონდი David Lynch Foundation Caucasus-ი (DLFC), რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჰოლივუდის ერთობლივი კინემატოგრაფიული პროექტების განხორციელებას.

გიგა აგლაძე არის დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერი ფილმებისა: „საზღვარზე“, „ჰენესი. შვიდი თაობა“, „ჰენრი“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი), „მაისის 47-ე დღე“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი).

გიგა აგლაძემ 2019 წელს გადაიღო საავტორო ფილმი „სხვა მე“, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერია დევიდ ლინჩი. ეს არის პირველი შემთხვევა ქართულ კინემატოგრაფიაში, როდესაც ასეთი ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ქართული ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა.

"ევრიმაჟში" საქართველოს წარმომადგენელი რეჟისორი ნინო კირთაძე იყო, რომელმაც კინოცენტრთან თანამშრომლობა ივლისში კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე გაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGeorgianNationalFilmCenter%2Fposts%2Fpfbid022RNK6biozGP5hABBw2dDubxUXJfFwazCF4Xb4wt84GVxQXMssYiuD2zvya7jEKnyl&show_text=true&width=500" width="500" height="775" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>