მერაბ კოკოჩაშვილი - 20 წელზე მეტია, კინოცენტრი არსებობს, ამ წლების განმავლობაში პრობლემები არ იქნებოდა?

20 წელზე მეტია, კინოცენტრი არსებობს,  ამ წლების განმავლობაში პრობლემები არ იქნებოდა? რეორგანიზაციაზე, ან მომავალში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე აღარავინ უნდა იფიქროს? - აცხადებს "კვირის პალიტრასთან“ იტერვიუში რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. 

მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ დროებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, რისი უფლებაც სამინისტროს აქვს.

"როგორც ვიცი, რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თანამშრომლები ამ რეორგანიზაციის წინააღმდეგნი არიან. რაშია ეს წინააღმდეგობა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი! არასწორად მიდის რეორგანიზაცია თუ უბრალოდ იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროდან დროებით მოვლინებული ადამიანი ატარებს? ეს უნდა დავადგინოთ, მაგრამ გარკვეულად ვერავინ ვერაფერი მითხრა. ერთადერთი, რაც გავიგე არის ის, რომ კულტურის სამინისტრომ დროებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, რისი უფლებაც კულტურის სამინისტროს აქვს. დირექტორმა კი რეორგანიზაცია გამოაცხადა. პროტესტიც ამაზეაო“, - აცხადებს კოკოჩაშვილი. 

მისი თქმით, იმისათვის, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს, საუბარი ძალიან ადრინდელი პერიოდიდან უნდა დაიწყოს.

"იმისათვის, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს, საუბარი ძალიან ადრინდელი პერიოდიდან უნდა დაიწყოს! 20 წელზე მეტია, ეს კინოცენტრი არსებობს და დაარსება როგორ მოხდა, მე ძალიან კარგად ვიცი! ჩვენ ამაში ყველა ჩართულები ვიყავით! ამ წლების განმავლობაში პრობლემები არ იქნებოდა? რეორგანიზაციაზე, ან მომავალში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე აღარავინ უნდა იფიქროს? 20 წლის წინ, კინოცენტრი იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველო პროგრესულ გზაზე დადგა, დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა... მაშინ სათავეში ელდარ შენგელაია იყო. გვერდით ედგა ოთარ იოსელიანი, რომელიც საფრანგეთში იმყოფებოდა, ფრანგული პრინციპით აღვსილი. ეს პრინციპი კი თავისუფალ მართვაზე იყო დაფუძნებული... კინოცენტრი სახელმწიფო ორგანიზაცია იყო, თუმცა მის საქმეში არავინ ერეოდა. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოდან თანხებს იღებს მაღალი კლასის, ეროვნული ფილმების შესაქმნელად“, - აცხადებს მერაბ კოკოჩაშვილი.

მსგავსი სიახლეები