კინოცენტრი - ნინო კირთაძემ რეორგანიზაციის გაპროტესტება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება

ეროვნული კინოცენტრი ნინო კირთაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ, 2023 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადებით მომართა ეროვნულ კინოცენტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. მოცემული განცხადება 13 ივლისს დაკმაყოფილდა.

ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რადგანაც ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება იგეგმებოდა. ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა. 

აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.

ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად "ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას.

ინფორმაციისთვის: სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 12 ივნისიდან ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. რეორგანიზაციის მიზანი იყო კინოცენტრის მენეჯმენტისა და მიმდინარე ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოხელოვნების ინტერესების გათვალისწინებით. რეფორმა გულისხმობს ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრას, საბიუჯეტო თანხის ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის სათანადო პირობების შექმნას, ასევე - ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და  უფრო სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს უკეთ წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოსაზიდად ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციის შექმნისა და ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოოდ, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, გაძლიერებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები