სიკორსკი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ

უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოდის, რათა მოსკოვმა არ შეძლოს "ახალი იარაღის შექმნა კონტრაბანდული კომპონენტებისგან“, ასევე მიეწოდოს კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები.

"უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შექმნას ახალი იარაღი კონტრაბანდული კომპონენტებით და კიევისთვის რაკეტების მიწოდებით, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მთავარი სამიზნე კიევი იყო. თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი, დაშავებულია ათობით ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.

უახლესი ამბები